კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლების საბჭოს წევრად შოთა გუჯაბიძე წარუდგინეს

16 თებერვალი 2021, 11:46 448 ნახვა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლების საბჭოს წევრობის კანდიდატად ისევ შოთა გუჯაბიძე წარადგინეს. ძეგლების საბჭოში  შოთა გუჯაბიძეს  რეკომენდაციას უწევენ: საერთაშორისო ორგანიზაცია “აიკომოს საქართველო”, "საზოგადოება ბათომი", "საქართველოს ლურჯი ფარი","ტფილისის ჰამქარი" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია''. ახალი წესის მიხედვით, ერთი კვოტა საბჭოში კულტურულ მემკვიდრეობაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს ეკუთვნით. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში განაცხადი უკვე შევიდა, კომენტარს ამ დრომდე ველოდებით.  ცნობისთვის, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ძეგლების საბჭოს წევრს შოთა გუჯაბიძეს უფლებამოსილება 22 იანვარს შეუწყვიტა. ზაურ ახვლედიანმა საკუთარი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ შოთა გუჯაბიძე სააგენტოს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ახორციელებდა. საზოგადოება „ბათომის“ წევრები შოთა გუჯაბიძის გათავისუფლებას ძველ ბულვარში ამბასადორის მშენებლობას უკავშირებენ, რადგან შოთა გუჯაბიძე სხვა სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად  16 სართულიანი სასტუმროების მშენებლობას აქციებით აპროტესტებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში