არა ოკუპაციას! - ბათუმში აქცია კვირეული ხვალიდან დაიწყება და 25 თებერვალს მასშტაბური აქცია გაიმართება, რომელსაც ბათუმში მოქმედი ყველა ოპოზიციური პარტია უერთდება. აქციებში მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო აქტივისტებიც. აქცია, ხვალ, ბათუმის ცენტრალურ პარკთან გაიმართება. საპროტესტო შეკრების დასაანონსებლად დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა ბრიფინგი ე. წ თავისუფლების კვარტალში გამართეს.