ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე მსჯელობენ - პარლამენტთან ''სირცხვილის კორიდორებია'' მოწყობილი  

16 თებერვალი 2021, 10:48 847 ნახვა

პარლამენტის შესასვლელთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე მსჯელობენ, აქცია იმართება. მოწყობილია ''სირცხვილის კორიდორები''. 

პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტებმა მავთულხლართი მიიტანეს, რომელზეც სერგეი გავრილოვის, გიორგი გახარიას და „ქართული ოცნების" წევრების სურათები ჩამოკიდეს.

ლენარულ სხდომაზე კენჭისყრამდე, საგამოძიებო უწყების მიერ დაყენებული შუამდგომლობის განსახილველად პარლამენტში პროკურორი ამირან გულუაშვილი მივიდა. 

„საპარლამენტო იმუნიტეტი არავისთვის არის ინდულგენცია. ყველა ვალდებულია, დაემორჩილოს კანონს, შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, ეთანხმებიან თუა რა მას. ნიკა მელიას და მის ადვოკატებს შესაძლოა, ჰქონდეთ საკუთარი ხედვა სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე ან ზოგადად, კანონის ინტერპრეტირებასთან დაკავშირებით. ეს ხედვა შეიძლება იყო პოზიტიური ან ნეგატიური. ამის მიუხედავად, ეს გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით ნიკა მელიას დაკისრებული აქვს გირაოს თანხის გადახდის ვალდებულება. ის ვალდებულია, თანხა გადაიხადოს, ეთანხმება თუ არა გირაოს'' - განაცხადა პროკურორმა. 

ნიკა მელიას ადვოკატები შენობაში შესვლას ითხოვენ. უფლებადამცველებმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართეს დაუშვან საშვი. ანრი ოხანაშვილის განმარტებით, კომიტეტში გუშინ ადვოკატების ოფიციალური მომართვა არ შემოსულა.

დღეს, ჩვენ კომიტეტზე უნდა განვიხილოთ არა ნიკანორ მელიას დამნაშავეობის საკითხი, არამედ უნდა განვიხილოთ საკითხი, ამ პირმა, დაარღვია თუ არა საქართველოს კანონმდებლობა, როდესაც მან უარი თქვა დაკისრებული გამკაცრებული გირაოს გადახდაზე, არის თუ არა საფუძვლიანი ამ პირობაზე დაყრდნობით გენერალური პროკურორის შუამდგომლობა. ეს უნდა განვიხილოთ. ჩვენ არ ვართ სასამართლო, ჩვენ არ გვევალება და არ გვაქვს უფლება შევიდეთ ისეთი სამართლებრივ საკითხებში და მასალების გაცნობაში, რაც სასამართლოს პრეროგატივაა'' - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

გენერალური პროკურატურა 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ნიკა მელიას მიმართ, აღკვეთის ღონისძიების - გირაოს, უფრო მკაცრი ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლას ითხოვს. საგამოძიებო უწყებამ თანხმობის მისაღებად პარლამენტს 12 თებერვალს მიმართა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი