დაკავება მოზარდის თვითმკვლელობის საქმეზე

15 თებერვალი 2021, 20:02 4692 ნახვა

სოფელ ქაქუთში დაღუპული არასრულწლოვნის ძმა და ბიძა კატეგორიულად უარყოფენ არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტს. ამბობენ, რომ 14 წლის ნინის დაზიანება დაკავებულმა 23 წლის კაცმა მიაყენა და ასევე კარადას დაეჯახა.

ისინი ამბობენ, ბავშვებზე ფიზიკურად ადრე დედა ძალადობდა ახლა კი ბაბუისა და ბიძების მისამართით ბრალდებას შურისძიების მიზნით იყენებს.

გარდაცვლილის ძმა სულიკო ცეცხლაძე ყვება,რომ დედისა და ბაბუის კონფლიქტის მიზეზი იყო დედის მიერ მასსა და მის დაზე განხორციელებული ძალადობა.

ბიძა კი აცხადებს, რომ არასრულწლოვანმა გარყვნილი ქმედება ჩაიდინა, რის გამოც მას უბრალოდ არ ელაპარაკებოდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი