ოპოზიცია 25 თებერვალს აქციას აანონსებს

15 თებერვალი 2021, 17:42 706 ნახვა

25 თებერვალსა და 31 მარტს ოპოზიცია თბილისსა და რეგიონებში აქცია-მსვლელობას გამართავს. ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერებმა ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს. მათი თქმით, აქციას სიმბოლური დატვირთვა აქვს.

ცენტრალური აქცია 31 მარტს თბილისში ჩატარდება. დღეს, გირჩმა ოპოზიციის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა, ამბობენ, რომ მათ კითხვებზე ლიდერებმა არ უპასუხეს.

დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციამ სამომავლო გეგმებზე იმსჯელა, რომელიც შესაძლოა შეიცვალოს იმ შემთხვევაში თუ ნიკა მელიას დააკავებენ, დღეს გიგა ბოკერიამ თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის დაკავება ოპონენტების ბრაზს გააასმაგებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი