ჯანმოს-ს ექსპერტი ჩინეთში ვიზიტის შესახებ ახალ დეტალებს ასაჯაროვებს

15 თებერვალი 2021, 15:31 875 ნახვა

ჯანმოს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა 2019 წლის დეკემბერში უჰანში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაციის შესახებ ახალი დასკვნები გაასაჯაროვა.  მისი თქმით, ჩინეთმა ჯანმოს ექსპერტებს  იმ პერიოდში დაფიქსირებული ინფიცირების მხოლოდ 174  მონაცემი წარუდგინა.  ემბარეკი აღნიშნავს, რომ  დაავადებულთა რეალური რაოდენობა გაცილებით მეტი იყო, რადგან დახმარებას მხოლოდ მძიმე მდგომარეობაში მყოფი კოვიდ დაავადებულები მიმართავდნენ.  დღევანდელი მონაცემებით, ასეთი დაავადებულები მხოლოდ 15 პროცენტს შეადგენს.  ხშირად კოვიდ-19 მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.  ემბარეკის თქმით,  ვირუსის ზოგიერთი შტამი ადგილობრივი ბაზრობებიდან გავრცელდა, თუმცა სხვა დანარჩენი შტამები ამ ვარიანტებთან დაკავშირებული არ არის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში