გიგი უგულავა და დავით ბაქრაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიბრუნებას გამორიცხავენ 

15 თებერვალი 2021, 14:32 763 ნახვა

''ევროპული საქართველოს'' ლიდერები გიგი უგულავა და  დავით ბაქრაძე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პარტიულ აფელირებას ან რაიმე ფორმით მიბრუნებას გამორიცხავენ. 

„ თუ ვსაუბრობთ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, „ნაციონალებთან“ პარტიულ აფილირებას ან რაიმე ფორმით მიბრუნებას „ნაციონალურ მოძრაობაში“ გამოვრიცხავ. ეს თემა არ განიხილება და დახურულია. მე ვიღებ პაუზას პარტიული პოლიტიკიდან, თუმცა მე ვარ ოპოზიციის ფორმატის ნაწილი და მიუხედავად იმისა, რომ ვიღებ პაუზას პარტიული პოლიტიკიდან, საერთო ოპოზიციურ ფრონტზე ვრჩები და შემიძლია წვლილი შევიტანო ჩვენი ქვეყნის განვითარებაში“, - განაცხადა ბაქრაძემ.

„ჩემი პასუხია არა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ ვიქნები. მე არანაირი თანამდებობრივი ამბიციები და მიზნები არ გამაჩნია. მე ვარ და ვრჩები „ევროპულ საქართველოში“. იმედია გიგა ბოკერია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც პარტიას განახლების შესაძლებლობას მიცემს“, - განაცხადა უგულავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი