ვმუშაობთ, რომ შემდგომ ეტაპზე ვიფიქროთ რესტორნების შიდა სივრცეების გახსნაზე - ნათია თურნავა

15 თებერვალი 2021, 12:15 881 ნახვა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ახალ პროტოკოლებზე, იმისთვის, რომ სამომავლოდ რესტორნებმა შეძლონ შიდა სივრცეების გახსნა.

ნათია თურნავას განმარტებით, ამ ყვლაფერს დასჭირდება მოსამზადებელი პერიოდი.

"იმედია, დღეიდან დაანონსებული შემსუბუქება არ გააუარესებს სიტუაციას და იქნება საწინდარი იმისა, რომ შემდგომში ვიფიქროთ უფრო სრულყოფილ გახსნაზე. ჩვენ ვმუშაობთ აქტიურად სარესტორნო ბიზნესის წარმომამდგენლებთანაც, განახლებული პროტოკოლების და წესების შემუშავებაზე სამინისტროსთან ერთად, რაც ბიზნესს შეამზადებს, რომ უკვე შემდგომ ეტაპზე გავხსნათ და ვიფიქროთ შიდა სივრცეების გახსნაზე. ამას დასჭირდება მოსამზადებელი პერიოდი.

გვექნება ასევე საშუალება ვისაუბროთ  ღია სივრცეების გახსნის შემდეგ ეტაპზე, რა დაგვანახა, რა პრობლემებია გადასაწყვეტი და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არის შეზღუდული ფორმატი, შაბათ-კვირას რჩება შეზღუდვები, მოქმედებს ე.წ. კომენდატის საათი, გახსნილია მხოლოდ ღია სივრცეები, ეს მაინც აძლევს რესტორანს იმის საშუალებას, რომ გარდა გატანის სერვისისა უშუალოდ თავის სივრცეში მოემსახურონ მომხმარებლებს"-განაცხადა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი