რა შეზღუდვები მოიხსნა 15 თებერვლიდან 

15 თებერვალი 2021, 10:42 2132 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღიდან, 15 თებერვლიდან შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდა. 

კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები შეძლებენ ღია სივრცეში მუშაობას.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, 15 თებერვლიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. მშობლებს კვლავ აქვთ უფლება აირჩიონ სწავლების მოდელი და მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე დატოვონ. 

შეზღუდვები მხოლოდ სამუშაო დღეებში იხსნება და შაბათ-კვირას ძალაში რჩება. დასვენების დღეებში არ მუშაობენ სავაჭრო ობიექტები, მოლები, მუნიციპალური ტრანსპორტი და არც კვების ობიექტები. 

არ მოხსნილა კომენდანტის საათიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი