ოცნების ქალაქში საცხოვრებელი სახლი იწვის. სახანძრო სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სახლში მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ, რომლებიც მეზობლებმა უვნებლად გამოიყვანეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.
შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, რომლებიც ამ წუთებშიც მუშაობენ.
ოჯახი დროებით საცხოვრებლად ახლობლებთან გადავიდა, ხანძრის ფაქტს სტიქიის შემსწავლელი კომისია შეისწავლის.