თბილისში, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სამშენებლო მასალების საწყობში გაჩნდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია. ჯერჯერობით დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, რომლებიც ამ წუთებშიც მუშაობენ.