ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი ეპისკოპოსი, მეუფე პეტრე ცაავა არ გამორიცხავს, რომ წმინდა სინოდის განჩინება, რომელიც ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია, საპატრიარქოს შესაძლოა შეიცვალოს. ეს განცხადება მან,აჭარის ტელევიზიის გადაცემა ,,სათქმელში“ გააკეთა. სასულიერო პირი, რომელიც გამოირჩევა კრიტიკული განცხადებებით, ამბობს, რომ ამის პრეცენდენტი არა ერთხელ ყოფილა, რაზეც მისი თქმით, უკმაყოფილება მღვდელ მთავრებსაც საჯაროდ, მათ შორის სოციალურ ქსელშიც გამოუთქვამთ და მისი მტკიცებით, ამის დამადასტურებელი ჩანაწერებიც არსებობს.