თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ექვს მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედერები გამართა

11 თებერვალი 2021, 15:13 1218 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერიებში სამუშაო შეხვედრები გამართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

''შეხვედრებზე იმსჯელეს მიმდინარე ინფრასტრუქტურულ, სოციალურ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე. აღინიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია ყველა პროექტი დროულად და ვადების დაცვით განხორციელდეს'' - წერია ინფორმაციაში. 

შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერები, მოადგილეები, სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი