რამდენიმე წუთში წმინდა სინოდის კრება დაიწყება. ამ ეტაპზე უცნობია ოფიციალური ინფორმაცია თუ რაზე იმსჯელებენ მღვდელმთავრები, რომლებიც საპატრიარქოში დილიდან იკრიბებიან. ერთ-ერთმა სასულიერო პირმა მაუწყებელს უთხრა, რომ იმსჯელებენ კორონავირუსის ვაქცინაციის შესახებ, სინოდის კიდევ ერთმა წევრმა კი თქვა, რომ თუ რა საკითხებს განიხილავენ ისინი, იცის მხოლოდ პატრიარქმა.იქნება თუ არა დღეს განსახილველ საკითხებს შორის პატიმარი სასულიერო პირის საკითხი ჯერ არ ვიცით. სინოდის სხდომის პარალელურად საპროტესტო აქციას მართავს დაკავებული მღვდლის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა.