საზოგადოებამ ნახა, რომ მათი რეიტინგი ძალიან დაბალია - მათიკაშვილი ''ევროპულ საქართველოზე''

10 თებერვალი 2021, 12:53 1363 ნახვა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, „ევროპულ საქართველოს“ ყველა პროცესში საკმაოდ ნეგატიური და დესტრუქციული როლი აქვს. 

მისი თქმით, ამის კიდევ ერთი ნიშანია მათი განცხადება, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში არ მიიღებენ მონაწილეობას.

რაც შეეხება დაანონსებულ ცვლილებებს, დავით მათიკაშვილი ფიქრობს, რომ პარტიაში მიმდინარე როტაციული პროცესი საზოგადოებას არ აინტერესებს.

„ეს განცხადება კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ „ევროპულ საქართველოს“ ყველა პროცესში საკმაოდ ნეგატიური და დესტრუქციული როლი გააჩნია. რეალურად, მათ დასაკარგი არაფერი აქვთ. საზოგადოებამ ნახა, რომ მათი რეიტინგი ძალიან დაბალია. იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკურ პროცესებზე რამე პოზიტიური კვალი დატოვონ, კიდევ ერთხელ ხდება მათი ლუსტრაცია, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ანასხლეტი პარტიის. მათი ნეგატიური კვალი კარგად ჩანს. იმის გამო, რომ ამ პარტიას არანაირი რეიტინგი არ გააჩნია, სურს, ჩაშალოს ყველაფერი, რაზეც კი ხელი მიუწვდება“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში