ბათუმში, ლერმონტოვისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაში ხანძარი იყო. ხუთსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ცეცხლი გაჩნდა.
შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო სასწრაფოს და სახანძრო დახმარების ბრიგადები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია და მას გამოძიება დაადგენს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია და მის შედეგად არავინ დაშავებულა.