მეხუთე კლასიდან ზემოთ მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო გახდა 

09 თებერვალი 2021, 12:19 1325 ნახვა

მეხუთე კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს სკოლებში პირბადის ტარება მოუწევთ - გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. 

განათლების მინისტრის განცხადებით, სკოლებს დეტალურ ინსტრუქციას მიაწვდიან. 

''იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ის კარგი ტენდენცია, რომელიც სკოლებში გვაქვს, მივიღეთ გადაწყვეტილება - ყველა სკოლაში მეხუთე კლასიდან ზემოთ მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. დეტალური ინსტრუქცია დაურიგდებათ სკოლებს და იქნება მშობლებთან კომუნიკაცია.

ძალიან სასიხარულო, რომ სასწავლო პროცესი დაუბრუნდა ბუნებრივ გარემოს, საკლასო ოთახებს, ჩვენ გვინდა, რომ ეს შენარჩუნდეს, რომ აღარ მოგვიწიოს ისევ დისტანციური ფორმატზე გადასვლა, იმისთვის, რომ შენარჩუნდეს, პირბადეების თემას ვამატებთ. ჩვენ დეტალურად გავივლით პროტოკოლს, ამჯერად მშობლებმა უნდა გამოიტანონ თავიანთ შვილებს პირბადე, დეტალური პროტოკოლი შემუშავდება, დაურიგდება სკოლებს, რასაკვირველია, გამოქვეყნდება და რაც მთავარია, სკოლებს კომუნიკაცია ექნებათ მშობლებთან'' - განაცხადა განათლების მინისტრმა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში