დაწყებულ საარჩევნო რეფორმას ქართული ოცნების უმრავლესობა მხარს უჭერს განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა. მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც. თუმცა მდინარაძის თქმით, ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია, რომელი ვარიანტია უკეთესი ქვეყნის გრძელვადიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისთვის.''ქართული ოცნების'' ოფისში საკითხზე უმრავლესობის სხდომა გაიმართა.