საარჩევნო რეფორმის განხილვა პარლამენტში

08 თებერვალი 2021, 20:10 1244 ნახვა

როგორ უნდა მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციის განახლება, დეპუტატები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.

მესამე სექტორს რეკომენდაციები ჰქონდა თვითმმართველობის არჩევნებისთვის სისტემის ცვლილებებზე, მათი თქმით, დოკუმენტში უნდა გაიწეროს ამომრჩევლის მოსყიდვის საკითხი, ასევე ყურადღება უნდა გამახვილდეს რესურსის გამოყენებასა და საჯარო მოხელეების წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულობაზე.

შეხვედრაზე აზრთა სხვადასხვაობის საგანი იყო „ცესკოს“ თავმჯდომარის თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი.

თუ პარლამენტი "მოქალაქეებსა" და უმრავლესობას შორის მემორანდუმით გაფორმებულ საარჩევნო ცვლილებებს მიიღებს, ჯერ-ჯერობით უცნობია კონკრეტული სახელები და გვარები ვინ იქნება თანამდებობაზე და ვინ არა.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი