საქართველოსა და მსოფლიო ბანკის პარტნიორობის სტრატეგია და კონკრეტული პრიორიტეტები, მათ შორის, მსოფლიო ბანკის მხრიდან საქართველოს ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მხარდაჭერის შესაძლო მიმართულებები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის არსებულ ეფექტურ და ნაყოფიერ თანამშრომლობას.