არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ - ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებს

05 თებერვალი 2021, 15:38 1000 ნახვა

არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით ამ ბრძოლაში ის არის მართალი და გირაოს გადახდას არ აპირებს.

„მსურს, ვთქვა კიდევ უფრო მთავარი სათქმელი – დიდ პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, თუმცა როცა ქვეყანაში პროკურატურა შოთაძე-ფარცხალაძის საკუთრებაა, სასამართლო მურუსიძე-ჩინჩალაძეს ეკუთვნის, პარლამენტი კი, კობახიძე-გავრილოვის სახეს წარმოადგენს, ხოლო ყველა ინსტიტუტი თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ჯიბეშია, არანაირი მორალური უფლება არ მაქვს, მივიღო მონაწილეობა ამ სიყალბეში და ფარსში. ეს ჩვენი ბრძოლა არის ძალიან მართალი, ეს არის ჩემი ენერგიის წყარო. ვიცი, რომ ამ ბრძოლაში ვარ მართალი მორალურად, მართალი ჩემი მომავალი თაობების წინაშე და ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ.

არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ. ეს არის ყველაზე მთავარი სათქმელი, რაც მინდოდა, მეთქვა. ორი თვის განმავლობაში მე, ჩემს კოლეგებთან ერთად, ვითხოვ, რომ უფლებამოსილება შეგვიწყვიტონ. შოთაძე-ფარცხალაძე-ივანიშვილის პროკურატურამ იცით, რომ ერთკვირიანი გაფრთხილება მომცა და რა უნდა ქნან მათ, ჩემზე კარგად იციან. ეს ერთხელ უკვე გააკეთეს. უნდა გააგზავნონ ის სანდომიანი ახალგაზრდა პარლამენტში და მოთხოვონ ის, რაც ერთხელ უკვე მოითხოვეს. 92 ადამიანს ღილაკზე თითი მიაჭერინეს – იგივე უნდა გააკეთონ, ასე შეწყვეტენ ჩემს უფლებამოსილებას, რომელსაც ყელგამოღადვრით ვეხვეწები, მაგრამ მაინც არ აჩერებენ. რას გააკეთებს „ქართული ოცნება“, ეს მათ გადასაწყვეტია, ჩემი ნება არის გაცხადებული. მე სხვანაირად არ შემეძლო მოვქცეულიყავი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში