ამერიკის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩის განცხადებით, იმ ადამიანებმა, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მაინც უნდა გაიკეთონ.
"თუკი covid-19 გქონდათ, ვაქცინაცია მაინც უნდა ჩაიტაროთ. ხელახლად დაინფიცირება ინფიცირებიდან 90 დღის განმავლობაში იშვიათია და თუკი სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ, ამ 90-დღიანი პერიოდის დასრულებამდე მოიცადოთ" - განაცხადა ფაუჩიმ.
მისივე თქმით, იმ ადამიანებმა, რომლებმაც covid-19 დაამარცხეს, მათ ვაქცინის ორივე დოზა უნდა გაიკეთონ.
”ადამიანებმა, რომლებსაც Covid-19 ჰქონდათ, მაინც უნდა დაიცვან საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ამჟამინდელი მითითებები, რომელიც ორჯერ, 21 ან 28 დღის ინტერვალით აცრას ითვალისწინებს,“ - აცხადებს ფაუჩი.