თურქეთი არავის მისცემს შიდა საქმეებში ჩარევის უფლებას

04 თებერვალი 2021, 15:36 1318 ნახვა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ არავის  შეუძლია თურქეთის შიდა საქმეებში ჩარევა.  უწყების მიერ გავრცელებულ  განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეკრებისა და დემონსტრაციის უფლება, ისევე, როგორც სიტყვის თავისუფლება, თურქეთში კონსტიტუციურად გარანტირებულია, მაგრამ საპროტესტო აქციების დროს გამოვლინდა უნივერსიტეტში შეღწევის შემთხვევა, რომელიც ტერორთან არის დაკავშირებული.სტამბოლში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ბოსფორის უნივერსიტეტის ახალ რექტორად მეჰმეთ ბულუ დანიშნეს. სტუდენტების ნაწილი მის გადადგომას ითხოვს. საპროტესტო აქციების დროს 159 ადამიანი დააკავეს, რომელთაგან 98 მოგვიანებით გაათავისუფლეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი