ერევანში ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

03 თებერვალი 2021, 15:35 854 ნახვა

სომხეთში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს აკავებენ. ამის შესახებ სომხური მედია იუწყება. მათივე ცნობით, მოქალაქეები სომხეთის ეროვნული კრების შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს.  აქციის მონაწილეები სომხეთის პრემიერ-მინისტრ გადადგომას ითხოვენ. როგორც ოპოზიცია ამტკიცებს, დღეს სომხეთის ეროვნულ კრებაში დაგეგმილ სხდომაზე „ანტისახელმწიფოებრივი“ და „ანტიეროვნული“ კანონების მიღებას აპირებენ. ფაშინიანის ოპონენტები მმართველი ფრაქციის მიერ ინიცირებულ სასამართლო რეფორმას ეწინააღმდეგებიან. რეფორმა მოსამართლეთა ახალი ინსტიტუტის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც აღმკვეთ ღონისძიებებს განსაზღვრავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი