კვების ობიექტების გახსნასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის სხვა წევრებმაც გააკეთეს განცხადებები.ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ რესტორნებში კორონავირუსის გავრცელების რისკი მაღალია, ამიტომ გახსნისას თანმიმდევრობის დაცვა აუცილებელია. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ეპიდემიოლოგი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ერთბაშად ყველა შეზღუდვის მოხსნა, გასულ თვეებში არსებულ ეპიდ ვითარებაში დააბრუნებს ქვეყანას.