6 თებერვალს რესტორნების თვითნებურად გახსნა იგეგმება

02 თებერვალი 2021, 21:55 1582 ნახვა

აკრძალვების მიუხედავად, შაბათს 6 თებერვლიდან რესტორნები გახსნას გეგმავენ. ინფორმაცია გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან ქოქიაშვილმა პირად ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა.

"სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის მოლოდინი სამწუხაროდ არ გამართლდა, გონივრული გამოსავლის პოვნის ნაცვლად ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაც გადაიდო და არ შედგა. რადგან სხვა გამოსავალს, მიუხედავად დაჟინებული მცდელობისა, ვერ ვხედავთ, გადავწყვიტეთ შაბათს, 6 თებერვალს გავხსნათ რესტორნები.

აქვე განვმარტავთ, სრულად ვიაზრებთ ჩვენი გადაწყვეტილების ყველა ასპექტს და არც ჩვენთვის გახლავთ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება იოლი", - წერს გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ქოქიაშვილი.

აჭარის მაუწყებელი დაუკავშირდა ​რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელს შოთა ბურჯანაძეს, რომელიც გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს. მისი თქმით, ჯერჯერობით არ აქვს იმ ობიექტების ჩამონათვალი, რომლებიც 6 თებერვალს აპირებენ გახსნას. საკითხთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს კი ხვალ გაასაჯაროებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში