რეგულარული ფრენების განახლება

02 თებერვალი 2021, 20:07 1270 ნახვა

თითქმის 10 თვიანი პაუზის შემდეგ ქვეყანაში რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდა.   ქვეყანაში ვიზიტორების შემოსვლა პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

დღეის მონაცემებით  რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 13 ქვეყანასთან აღდგა,  ეტაპობრივად იგეგმება დამატებითი ფრენების აღდგენაც,  თუმცა ეს   მსოფლიოში პანდემიურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ  ავიაკომპანიების ნაწილი აქტიურად გამოხატავს საქართველოს მიმართულებით ოპერირების სურვილს, ლევან კარანაძე  ავიაბილეთებზე ფასების ზრდას არ პროგნოზირებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი