ტურნირი მინი ფეხბურთში

26 აპრილი 2016, 00:00 4918 ნახვა

ფეხბურთში აჭარის ჩემპიონი გუნდი 2005 წელს დაბადებულთა შორის ქობულეთის "შუქურა" გახდა. გუნდმა გამარჯვება ფრედ დასრულებული თამაშის შემდეგ დანიშნულ პენალტების სერიაში მოიპოვა. მეორე ადგილს დაჯერდა ბათუმის "დინამო", მესამეზე კი სპორტსკოლის გუნდი "ხიხანი" გავიდა. მოზარდთა ნაკრებებს შორის აჭარის პირველობაში 10 გუნდი მონაწილეობდა. ჩემპიონატი აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა. 

ამავე კატეგორიაში