ილიჩოვას ადვოკატი ელისაშვილის მადლობელია

29 იანვარი 2021, 20:01 903 ნახვა

პროკურატურა, საგამოძიებო ორგანოები და ნაწილობრივ სასამართლოც ხელისუფლების გავლენის ქვეშაა. - ამ განცხადებას ნატალია ილიჩოვას ადვოკატი გიორგი მახარაძე აკეთებს. ამბობს, რომ პირველი შემთხვევა და ამორფული ფაქტია, როდესაც პროკურატურა თავად იცვლის პოზიციას და გირაოს შეფარდების ინიციატივით გამოდის. უფლებადამცველი დარწმუნებულია, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას აღმკვეთი ღონისძიების შეცვლა  პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

გიორგი მახარაძე პარტია მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებაზე საუბრობს. მახარაძე ამბობს, რომ კარტოგრაფების საქმეში ბრალდებულების გათავისუფლების სანაცვლოდ შევიდა ალეკო ელისაშვილი პარლამენტში.

ადვოკატი ამბობს, რომ მისთვის მთავარი მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლება იყო. რაც შეეხება გამოძიებას საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი