მექსიკამ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით ინდოეთს გაასწრო და მსოფლიოში მეორე ადგილი დაიკავა. გასული დღე-ღამის განმავლობაში მექსიკის ჯანდაცვის უწყებამ კორონავირუსით ინფიცირების 18 ათას 670 და გარდაცვალების ათას 506 შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კორონავირუსის საერთო შემთხვევების რაოდენობამ მილიონ 825 ათასს გადააჭარბა. გარდაცვლილთა რიცხვმა კი 155 ათას 145 შეადგინა. ინდოეთის ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსით 153 ათას 847 ადამიანი გარდაიცვალა. ინდოეთის მოსახლეობის რაოდენობა კი ათჯერ აღემატება მექსიკისას.