აჭარაში 1 თებერვლიდან დაგეგმილი შეზღუდვების შემსუბუქებაზე საუბრით დაიწყო თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომა. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, კოვიდ რეგულაციების შემსუბუქებაზე მსჯელობა ეპიდემიოლოგებთან ერთად გაგრძელდება. თუმცა ამ კონტექსტში , თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა, რომ ეპიდვითარების სტაბილურობის შესანარჩუნებლად ხელისუფლებასთან ერთად პასუხიმსგელობა ბიზნესსა და მოსახლეობასაც ეკისრება, რადგან ნელ-ნელა მოხერხდეს ეკონომიკის აღგენა.