პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს მხარი მესამე მოსმენით 78 მა დეპუტატმა დაუჭირა. პროექტით უზრუნველყოფილია პარლამენტში ოპოზიციის სტატუსის მქონე უფრაქციო დეპუტატების მიერ ვიცე-სპიკერისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების წარდგენა, ასევე საპარლამენტო დებატებში, ინტერპელაციაში, პირველ და მეორე მოსმენაში მათი 15-წუთიანი გამოსვლებით მონაწილეობა.
ცვლილებები რეგლამენტის გარდამავალ დებულებებში აისახა და ახალი ნორმები მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.