49 ოპოზიციონერი დეპუტატისათვის მანდატების გაუქმების საკითხს პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მხარი დაუჭირა. მანამდე იგივე გადაწყვეტილება შალვა ნათელაშვილსა და ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებით მიიღეს. საერთო ჯამში, უფლებამოსილება პარლამენტში შესული 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან 51-ს შეუჩერდება.
საბოლოო გადაწყვეტილებას პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობა 2 თებერვალს მიიღებს.