უფრაქციო დეპუტატებისათვის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს პარლამენტი პირვანდელი სახით მიიღებს. პლენარულ სხდომაზე პროექტს მეორე მოსმენით ისე უყარეს კენჭი, რომ მასში არ აისახა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში მიღებული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ უფრაქციო საპარლამენტო ჯგუფს ასევე ჰყოლოდა ხელმძღვანელი და ჰქონოდა საკუთარი შიდა დებულება.რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, უზრუნველყოფილია პარლამენტში ოპოზიციის სტატუსის მქონე უფრაქციო დეპუტატების მიერ ვიცე-სპიკერისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების წარდგენა, ასევე საპარლამენტო დებატებში, ინტერპელაციაში, პირველ და მეორე მოსმენაში მათი 15-წუთიანი გამოსვლებით მონაწილეობა.