კორონავირუსის ახალი სახეობა მსოფლიოს 70 ქვეყანაშია დაფიქსირებული

28 იანვარი 2021, 11:44 1171 ნახვა

კორონავირუსის ახალი სახეობა, რომელიც პირველად დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა, უკვე მსოფლიოს სულ მცირე 70 ქვეყანაშია დაფიქსირებული. შესაბამის ინფორმაციას „სიენენი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშში კიდევ ათი ქვეყანაა დამატებული, სადაც ვირუსის ახალი შტამი გამოვლინდა. ჯანმოს მონაცემების მიხედვით, ვირუსის ახალი ვარიანტის შემთხვევების რაოდენობა მცირდება დიდ ბრიტანეთში, დანიაში, ირლანდიასა და ნიდერლანდებში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში