მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 101 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს უორლდმეტერსი აქვეყნებს. მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2 მილიონზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 73 მილიონ 325 ათასს 189-ს მიაღწია. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 26 მილიონამდე აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფოა.