ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ორი მოქალაქე დააკავეს

27 იანვარი 2021, 18:03 1144 ნახვა

სავარაუდოდ ქრთამის აღების ფაქტზე ყოფილი საჯარო მოხელეა დაკავებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის აღებისა და მიცემის ბრალდებით ორი მოქალაქე დააკავეს, მათ შორისაა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი. გამოძიების ინფორმაციით, ერთი წლის წინ  ბორჯომში მცხოვრები ერთ-ერთ მოქალაქე დაუკავშირდა ბორჯომის მერიის თანამშრომელს და სთხოვა დახმარებოდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში მდებარე, საკომლო ჩანაწერით, მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი