საქართველოს ეროვნულ ლიგებში ცვლილებებია

26 იანვარი 2021, 10:21 1721 ნახვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ონლაინ რეჟიმში გაიმართა სხვდასხვა საკითხის შესახებ იმსჯელეს.

ძირითადი ცვლილება ლიგა 3-ს და ლიგა 4-ს შეეხო, აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით ლიგა 3-ში ახალი სეზონიდან 14 გუნდი იასპარეზებს, ლიგა 4-ში კი, 20.

ეროვნულ ლიგასა და ეროვნულ ლიგა 2-ში გუნდების ინიციატივით აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2021 წლის სეზონში ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გამართულ მატჩებს გუნდებს სამის ნაცვლად ხუთი ცვლილების განხორციელება შეეძლებათ.

უცვლელი დარჩა მატჩის ოქმში ფეხბურთელების რაოდენობა და ის კვლავ 20 მოთამაშეს შეადგენს. ლიგებში მონაწილე გუნდების რაოდენობის ცვლილებიდან გამომდინარე 2021 წლის სეზონზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სხვადასხვა ლიგების ფორმატის შესახებ აღმასრულებელი კომიტეტი მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს.

2021 წელს დაგეგმილ პროექტებს და ამ პროექტებში ფიფას და უეფას ჩართულობას. აღმასკომის გადაწყვეტილებით ერთ-ერთი პროექტი, რომლის განხორციელებაში დასახმარებლად ფეხბურთის ფედერაცია უეფას მიმართავს ქუთაისის საფეხბურთო აკადემიაა.

ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების აკადემიის მშნებელობა იგეგმება, რომელიც ადმინისტრაციულ შენობასთან, ტრიბუნებთან და ყველა სხვა საჭირო ინფრასტრუქტურასთან ერთად ორ ბუნებრივ და ორ ხელოვნურ საფარიან მოედანს მოიცავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში