ევროკავშირის მოწოდება რუსეთს

24 იანვარი 2021, 12:25 234 ნახვა

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, რომ აგვისტოს ომზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების სათანადო შესრულება უზრუნველყოს. როგორც  ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადებაშია აღნიშნული, სამართლიანობის მიღწევა და პასუხისმგებლობა კონფლიქტის მოგვარების მნიშვნელოვანი ნაწილია.

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - აღნიშნულია განცხადებაში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება აგვისტოს ომის საქმეზე 21 იანვარს გამოცხადდა. დიდმა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ყველა ძირითადი სარჩელი დააკმაყოფილა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში