„სტრასბურგის გადაწყვეტილება მხოლოდ აძლიერებს მოწოდებას რუსეთის მიმართ - "შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართალს და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“ - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას შეეხო.
იენს სტონტელბერგის განცხადებით, განიხილეს პროგრესი, რომელსაც საქართველო ახორციელებს რეფორმების სფეროში, რაც ქვეყანას აახლოვებს ნატო-ს წევრობასთან.
სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პარტნიორებისა და ნატო-ს გენერალური მდივნის მხარდაჭერას.