სტრასბურგის სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო - სალომე ზურაბიშვილი

21 იანვარი 2021, 21:31 1361 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

„საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ, 2008 წლის ომიდან 12 წლის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის გამარჯვებაა“ , - წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი