ქართული მხარე ამ საქმეში წარუმატებლად ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ევროპული კონვენცია გამოიყენება არა მხოლოდ მშვიდობიან პერიოდში, არამედ საბრძოლო მოქმედებების პირობებშიც, რაც ფაქტობრივად საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს ძირს უთხრის.
ჩვენ მოვახერხეთ ევროპელი მოსამართლეების იმაში დარწმუნება, რომ 2008 წლის 8-12 აგვისტოს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებათა სამართლებრივი შეფასება მათი იურისდიქციის ფარგლებს სცდება.
ასევე ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსი სამხედროების მიერ სამოქალაქო მოსახლეობის უფლებების დარღვევის ვერცერთი შემთხვევა ვერ დაადგინა - ასე გამოეხმაურა დღევანდელ გადაწყვეტილებას რუსეთის ფედერაციის იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ გალპერინი.