ქობულეთის შემოვლითი გზა დროებით ჩაიკეტა

20 იანვარი 2021, 16:50 5508 ნახვა

ქობულეთის შემოვლით გზაზე ორი სატვირთო ავტომობილი მოცურდა და გზიდან გადავარდა. მაგისტრალზე საცობია და მოძრაობა გართულებულია.

ამ ეტაპზე შემოვლითი გზა დროებით ჩაიკეტა. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან.

როდის გაიხსნება აღნიშნული მონაკვეთი ჯერ-ჯერობით უცნობია.  ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით მიიღეს.

გართულებულია მოძრაობა ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ მეორე გზაზეც. 

აჭარაში მეორე დღეა თოვს. 

 

 

ფოტო: მაია მიქელაძე

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში