ზურაბ პატარაძე ექიმებს შეხვდა

26 ოქტომბერი 2016, 00:00 3148 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იმ ექიმებს შეხვდა, რომლებმაც გადამზადება პოლონეთის სამედიცინო ცენტრებში გაიარეს. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ექიმებმა რეგიონის სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ პირობებზე, სამედიცინო დარგის განვითარების აუცილებლობაზე და პოლონეთთან თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები პოლონეთში არსებულ კლინიკებში გადამზადებას სხვადასხვა მიმართულებით უკვე მეოთხე წელია გადიან. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი