დაპირისპირება ოპოზიციაში მძაფრდება

19 იანვარი 2021, 20:10 1073 ნახვა

დაპირისპირება ოპოზიციაში. ახლა, პარტია „გირჩის“ წევრებისთვის გაუგებარია, რატომ აღარ დგას დღის წესრიგში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. „გირჩში“  ამბობენ, რომ ოპოზიციის ნაწილს არ  აქვს ერთიანი გეგმა და პროცესების ბუნებრივი განვითარების მოლოდინში არიან.

დღეს „გირჩში“ საუბრობდნენ, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრები მოლაპარაკებების გაგრძელების  ნაცვლად, შეთანხმებამდე მისვლას ხელს უშლიდნენ. მათივე თქმით, ოპოზიციამ ვერ უზრუნველყო არჩევნების გაყალბების საკითხზე, მტკიცებულებების გამყარება და ვერ მოიპოვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა.

ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირებას პოლიტიკური ტესტი უწოდეს „ქართულ ოცნებაში“ საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ რიგი პარტია „ევროპული საქართველოსა და „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის ქვეშაა.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი