კომისიებიდან წევრების გაწვევის ვადა ამოიწურა

26 ოქტომბერი 2016, 00:00 1994 ნახვა

საუბნო საარჩევნო კომისიებიდან წევრების გაწვევის ვადა რამდენიმე წუთის წინ ამოიწურა. ამის შემდეგ პარტიებს კომისიის ახალი წევრების დანიშვნა 2 დღის განმავლობაში შეეძლებათ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ თუ პოლიტიკური სუბიექტი ამ უფლებამოსილებას არ გამოიყენებს, საოლქო კომისიები საჭიროების მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას და, კონკურსის წესით, პროფესიული ნიშნით აირჩევენ ახალ წევრებს. საუბნო საარჩევნო კომისია 13 წევრისგან შედგება. აქედან 6 პროფესიული ნიშნით, 7 კი პარტიის მიერ არის დანიშნული.

ამავე კატეგორიაში