ცვლილებები საარჩევნო კომისიებში

26 ოქტომბერი 2016, 00:00 2841 ნახვა

“ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიულმა მოძრაობამ” აჭარაში ექვსივე ოლქში  საუბნო საარჩევნო კომისიებიდან წარმომადგენლები გაიწვია. რამდენიმე კომისიიდან წარმომადგენლები გაიწვია “თავისუფალმა დემოკრატებმაც”. გარდა ამისა ცვლილებებია საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებთან დაკავშირებითაც. მეორე ტურში ბათუმსა და ხელვაჩაურში ახალი თავმჯდომარე 7 კომისიას ჰყავს. მიზეზი პირადი განცხადებების საფუძველზე უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტაა. მათი ნაწილი “ნაციონალური მოძრაობის” გავრცელებულ ვიდეომასალებშიც ფიგურირებდნენ.

ამავე კატეგორიაში