სახალხო მოძრაობა „საქართველოს ბურჯი“

17 იანვარი 2021, 18:20 1443 ნახვა

ბათუმში ე.წ.  " თავისუფლების კვარტალში" სახალხო მოძრაობა " საქართველოს ბურჯი" დაფუძნდა.  გაერთიანებას შეურთდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და ასევე პოლიტიკური პარტია. როგორც ამბობენ ეს არის თავისუფალი მოძრაობა,რომლის კარიც ნებისმიერი მსურველისთვის ღიაა და  მისი მიზანია  გახდეს მთავარი  საყრდენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის. 

ე.წ. "თავისუფლების კვარტალში", რომელიც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან მოეწყო პროტესტი უკვე ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს. აქციის  მონაწილეები საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და მის ხელახლა ჩატარებას ითხოვენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი