შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს 2 კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი, რომლებიც ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.
მათ გამოეწერათ ჯარიმა 2000-2000 ლარის ოდენობით. საერთო ჯამში კი ბოლო 24 საათში პოლიციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 811 ფაქტი გამოავლინა.