ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა, პრაქტიკულად, დასრულებულია, - თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გეგმა და ინფორმაცია იმ სამიზნე ჯგუფების შესახებ, რომელთა ვაქცინაცია პირველ რიგში განხორციელდება. გეგმა, ასევე, მოიცავს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ლოჯისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებს.
დოკუმენტი მომდევნო კვირას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში განიხილება. შეხვედრაზე ითქვა, რომ გრძელდება ინტენსიური მუშაობა, რათა ქვეყანაში ვაქცინა რაც შეიძლება მალე შემოვიდეს.